28 ნოემბერი 2024,   14:42
ვრცლად
სახალხო დამცველსა და მეუფე იაკობს შორის შეხვედრა ხვალ გაიმართება

სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასა და ბოდბელ მთავარეპისკოპოს მეუფე იაკობს შორის შეხვედრა ხვალ გაიმართება. ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

"ხვალ, 17 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტში ნინოწმინდის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით შედგება შეხვედრა ბოდბელ მთავარეპისკოპოს იაკობსა (იაკობიშვილი) და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შორის," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელად ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი 2 დღის წინ დაინიშნა. 

როგორც "რუსთავი 2-თან" საუბრისას  საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ განაცხადა, შეხვედრა საპატრიარქოს უნივერსიტეტში შედგება. 

"ჩვენი მოვისმინეთ გუშინ განცხადება ქალბატონი ნინოსი, რომ ის მზად არის, რომ საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდეს. ეს ინფორმაცია მიღებულ იქნა როგორც დადებითად და რა თქმა უნდა განვაცხადეთ, რომ შეხვედრას წინ არაფერი არ უდგას.

მეუფემ განაცხადა, რომ ის მზად არის ხვალ საპატრიარქოს უნივერსიტეტში, რომელიც მდებარეობს ვაკეში, შეხვდეს მას, რათა ყველა კითხვა ამოიწუროს," - განაცხადა საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ.

დღის ამბები