აფეთქება კოლუმბიის სამხედრო ბაზაზე - ვენესუელის საზღვართან მდებარე ბაზაზე ავტომობილში დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა. დაშავდა 36 ადამიანი, მათი უმრავლესობა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, შესაძლოა, დაშავებულთა რაოდენობა უფრო მეტი ყოფილიყო, თუმცა კოვიდ-რეგულაციების გამო სამხედრო პერსონალის დიდი ნაწილი იზოლაციაში იმყოფებოდა.
კოლუმბიის ხელისუფლება თავდასხმაში მემარცხენე მეამბოხე ჯგუფებს ადანაშაულებს.