28 ნოემბერი 2024,   15:06
ვრცლად
ევროკავშირი-აშშ-ს ერთობლივი განცხადება - მხარს ვუჭერთ საქართველოს რეფორმების გზას

ევროკავშირი-აშშ-ის სამიტის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.

28-ე მუხლში ვკითხულობთ: "მოწადინებული ვართ, გავაგრძელოთ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორების სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და მხარს დავუჭერთ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის რეფორმების გზას. გადაწყვეტილი გვაქვს, მივაღწიოთ სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიან მშვიდობას, მდგრადობასა და სტაბილურობას,"-ნათქვამია ევროკავშირი-აშშ-ის სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საქართველო ასევე ნახსენებია 27-ე პუნქტში, რომელიც რუსეთთან ურთიერთობებს ეხება. ვაშინგტონი და ბრიუსელი პირობას დებენ, რომ რუსეთის მიმართ პოლიტიკის კოორდინაციას მოახდენენ და ამისთვის შეიქმნება ევროკავშირი-აშშ-ის მაღალი დონის დიალოგის ფორმატი.

"ვგმობთ რუსეთის განგრძობად ქმედებებს, რომელიც უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის ძირის გამოთხრას ისახავს მიზნად,"-ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირი-აშშ-ის სამიტი დღეს, შვიდწლიანი პაუზის შემდეგ ბრიუსელში გაიმართა. მხარეები ტრანსატლანტიკური ურთიერთობების განმსაზღვრელი პაქტის მიღებაზე შეთანხმდნენ.



დღის ამბები