28 ნოემბერი 2024,   15:04
ვრცლად
ნინოწმინდის პანსიონში გამოვრიცხავ სექსუალურ ძალადობას - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს პრესამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ნინოწმინდის პანსიონში ბავშვთა მიმართ ძალადობას არ გამორიცხავს, თუმცა დაწესებულებაში სექსუალურ დანაშაულს კატეგორიულად გამორიცხავს.

"გამოვრიცხავ, რომ იქ სექსუალურ ძალადობაზე რაიმე საფუძველი არსებობდეს. ერთადერთი საქმე, რომელიც 2016 წლიდან მიმდინარეობს, ეს საქმე მიმდინარეობს ისე, რომ არ არის გამოკვეთილი არც დაზარალებული, არც ბრალდებული და არც ვინმეზეა სამართლებრივი დევნა. ამის უტრირება მოხდა, მუდმივად ტრიალებდა ეს თემა. საქმე, რომელიც აღიძრა განცხადებაზე, რომელზეც არანაირი დასაბუთება არ აქვს. არცერთი საქმე როგორც ირკვევა, არ იხსნება, ეს საქმეები აღძრულია ისმის გამო, რომ რიგ განცხადებებზე ვალდებულება აქვს შსს რომ აღძრას," - აღნიშნა ჯაღამიძემ "ღამის კურიერის" ეთერში.

ჯაღმაიძე ასევე აცხადებს, რომ საპატრიარქომ არ იცოდა, რომ 4 საქმე იყო აღძრული და ეს სახალხო დამცველის განცხადების შემდეგ გაიგეს.

დღის ამბები