28 ნოემბერი 2024,   14:45
ვრცლად
ბობოყვათის მოსახლეობა აუქციონზე გასაყიდად გატანილი მიწების საკუთრებაში დარეგისტრირებას მოითხოვს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათში აქცია გაიმართა. ადგილობრივებმა ტერიტორიას, რომელსაც სახელმწიფო აუქციონზე ყიდის, სიმბოლური ღობე შემოარტყეს.

მათი თქმით, ეს მათი წინაპრების მიწებია. მოქალაქეების მტკიცებით, მათ საკუთრების დამადასტურებელი ისტორიული დოკუმენტაცია არსებობს და აუქციონის შეწყვეტას ითხოვენ.

ბობოყვათში 7 გვარის წარმომადგენლები ხვალიდან ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ.

დღის ამბები