28 ნოემბერი 2024,   15:05
ვრცლად
23 გარდაცვლილი და 1092 ინფიცირებული - COVID-19-ის განახლებული სტატისტიკა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1092 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 355 368 გახდა.

გამოჯანმრთელდა კიდევ 775 პაციენტი, შედეგად კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვმა 341 103-ს მიაღწია.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 23 ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე COVID-19-ს ქვეყანაში 5083 ადამიანი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 29 734, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 20 425, PCR ტესტით -9309.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 3.67%, ბოლო 14 დღის - 2.6%, ბოლო 7 დღის - 2.33%

სულ აცრილია - 212 163, დღიურად აცრილია - 4 596 პირი.

დღის ამბები