28 ნოემბერი 2024,   14:49
ვრცლად
ყველაფერს გავარკვევთ და რაც შესაცვლელია შევცვლით - ეპისკოპოსი იაკობი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე

ცვლილებები ნინოწმინდის პანსიონში - მედიისთვის დაწესებულების კარის გაღების გადაწყვეტილება ახალმა მმართველმა ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა მიიღო.

მთავარეპისკოპოსი სპირიდონი აღმზრდელებს და აღსაზრდელებს არ დაემშვიდობა. ცვლილებების მიუხედავად, პირველ ეტაპზე კვლავ ღიად რჩება კითხვა - მიეცემა თუ არა სახალხო დამცველის აპარატს პანსიონში მონიტორინგის ჩატარების უფლება. ეპისკოპოსი იაკობი ამბობს, რომ ჯერ მან ნინო ლომჯარია უნდა გაიცნოს, რადგან მასთან ძალიან ბევრი კითხვა აქვს. 

ბოდბელი ეპისკოპოსი ასევე აღნიშნავს, რომ აქამდე ნინოწმინდის პანსიონში მყოფ ბავშვებს არასოდეს შეხვედრია. 

"აქამდე ამ ბავშვებს არასოდეს შევხვედრილვარ. რაც შეეხება სპირიდონს, მას იმხელა ღვაწლი აქვს, ნებისმიერ დროს შეუძლია პანსიონში მოვიდეს, ვინ დაუკეტავს აქაურობას. ჩვენ გავარკვევთ ყველაფერს და რაც შესაცვლელია შევცვლით,"- აცხადებს ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი. 

ამასთან, შეკითხვაზე, თუ ვინ დაიგვიანა რეაგირება პანსიონში მომხდარ ამბებზე, იაკობი ამბობს, რომ დაიგვიანა როგორც სახალხო დამცველმა, ასევე ყველა იმ ორგანიზაციამ, ვინც იცოდა თუ რა ხდებოდა. 

დღის ამბები