2 ბავშვი და ხანში შესული მამაკაცი ემსხვერპლა უმისამართო სროლას ქალაქ რომის შემოგარენში. დაღუპული არიან 2 და 8 წლის ბავშვები.
ინციდენტის შემდეგ ბოროტმოქმედმა მიმალვა სცადა, თუმცა სამართალდამცავებმა ის მალევე მიაკვლიეს.
ამ წუთებში ბოროტმოქმედი საცხოვრებელ სახლს აფარებს თავს. პოლიციამ მიმდებარე ტერიტორიაზე ბარიკადები აღმართა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტი უმნიშვნელო დაპირისპირებას მოჰყვა, რაც მსხვერპლით დასრულდა.
ქალაქ რომის პოლიციის განცხადებით, ამ წუთებში სიტუაცია კონტროლს ექმვემდებარება და მიმდინარეობს ბოროტმოქმედის დაკავების ოპერაცია.