28 ნოემბერი 2024,   14:43
ვრცლად
"საქართველომ მეტი როლი უნდა შეასრულოს ამ რეგიონში მშვიდობის და კეთილდღეობის უზრუნველყოფაში" - გრიგოლ გეგელია

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული ჰუმანიტარული შეთანხმება, სადაც ფასილიტატორის როლი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეასრულა, პოლიტიკური შეფასებების თემა ხდება.

პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი გრიგოლ გეგელია აღნიშნავს, რომ საქართველომ უფრო აქტიური როლი უნდა შეასრულოს  რეგიონში მშვიდობის და კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის. 

"საქართველომ მეტი და მეტი როლი უნდა შეასრულოს ამ რეგიონში მშვიდობის და კეთილდღეობის უზრუნველყოფაში და აუცილებელია, რომ საქართველო გახდეს გამოსავალი პრობლემებიდან, გადაჭრის გზა და ინსტრუმენტი და არა პრობლემების წყარო, როგორც ის ტრადიციულად ყოფილა ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის. ამიტომ, ამ ფონზე მე ვფიქრობ, რომ მისასალმებელია ეს ცალკეული ძალისხმევა, თუმცა ძალიან სამწუხაროა, რომ ეს არ ხდება ხშირად,“ - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

პარლამენტის ფრაქცია ”შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” წევრი, პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” წევრი თეონა აქუბარდია მიიჩნევს, რომ საქართველომ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ქვეყანას აქვს რესურსი, პარტნიორი ქვეყნების დახმარებით იკისროს შუამავლობა მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. 

"გუშინდელი ჰუმანური აქტით საქართველომ კიდევ ერთხელ აჩვენა იმის დემონსტრირება, რომ საქართველო რეგიონში არის ის ლიდერი სახელმწიფო, რომელსაც აქვს რესურსი, პარტნიორი ქვეყნების დახმარებით რომ იკისროს შუამავლობა მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად,“ - აცხადებს თეონა აქუბარდია. 

დღის ამბები