28 ნოემბერი 2024,   14:56
ვრცლად
დახურვაზე არ არის საუბარი, საუბარია, რომ დროთა განმავლობაში მოხდეს საერთაშორისო სტანდარტებზე გადასვლა - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ნინოწმინდის პანსიონზე

დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საპატრიარქოში გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე მიაღწიეს შეთანხმებას, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი არ დაიხურება, თუმცა დაწესებულება საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნება. 

როგორც საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, ყველა საკითხის გადაწყვეტა ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იქნას მიღებული. 

"მივაღწიეთ ერთსულოვნებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იქნას ყველა საკითხი გადაწყვეტილი. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ყველა ჩვენგანმა, მთელმა საზოგადოებამ გაითვალისწინოს, რომ ბავშვების ინტერესი არის პირველ რიგში ის, რომ რეალურად შევხედოთ ამ პრობლემებს. არ მოხდეს ულტრირება და რაიმე პოლიტიკური ნიშნით ამგვარი პრობლემების გამოყენება, რომ ბავშვების ინტერესი არ გადაიფაროს რაიმე სხვა ინტერესებით.

დახურვაზე არ არის საუბარი, საუბარია იმაზე, რომ დროთა განმავლობაში მოხდეს იმ სტანდარტებზე მოყვანა, რომელსაც საერთაშორისო სტანდარტები გულისხმობს“,- განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ. 

 

დღის ამბები