28 ნოემბერი 2024,   15:00
ვრცლად
შეხვედრაზე ყველა მხარე მსჯელობდა ვარიანტზე, რომელიც ბავშვებისთვის საუკეთესოა - კარლ ჰარცელი ნინოწმინდის პანსიონის შესახებ

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელის დღეს საპატრიარქოში გამართულ შეხვედრას დაესწრო, სადაც ნინოწმინდის პანსიოზე მსჯელობა გაიმართა. როგორც კარლ ჰარცელმა შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, მთავარია ბავშვების ინტერესები იყოს მაქსიმალურად დაცული და სწორედ ამაზე მსჯელობდნენ შეხვედრაზე. 

"შეხვედრაზე ყველა მხარე მსჯელობდა ვარიანტზე, რომელიც ბავშვებისთვის საუკეთესოა. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ ფსიქოლოგიური და ფინანსური მხარდაჭერა და მაქსიმალურად შევეცადოთ, უზრუნველვყოთ მათი უფლებების სრულად დაცვა. საკითხი არა მხოლოდ ნინოწმინდას ეხება, არამედ ეს უფრო ფართო განხილვის თემაა. მოხარული ვარ, რომ ამ შეხვედრაში აქტიური მონაწილეობა მივიღეთ,“ - აცხადებს კარლ ჰარცელი.

საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ღასან ხალილი კი იმედს გამოთქვამს, რომ შენიშვნებთან დაკავშირებით ყურადღება გამახვილდება.

"ჩვენ ვისაუბრეთ ნინოწმინდის პანსიონში არსებულ ვითარებაზე. ჩვენ მომხრე ვართ პანსიონის აღსაზრდელები დაუბრუნდნენ ბიოლოგიურ მშობლებს, თუ ეს შესაძლებელია და ხელი შევუწყოთ მათ უსაფრთხო ცხოვრებას. არის შენიშვნები და იმედი მაქვს, მოხდება მათზე ყურადღების გამახვილება.

ნინოწმინდა არ იყო საუბრის ერთადერთი თემა, აუცილებელია საკითხის უფრო ფართოდ განხილვა. ჩვენ უნდა ვისაუბროთ არა მხოლოდ ნინოწმინდაზე, არამედ სხვა დაწესებულებაშიც არსებულ ვითარებაზე. იმედი მაქვს, შევქნმით აღსაზრდელებისთვის სტანდარტს, რომელიც არის საერთაშორისოდ არის აღიარებული,“ - აცხადებს ღასან ხალილი

შეგახსენებთ, საპატრიარქოში შეხვედრა გაიმართა, სადაც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის შესახებ მსჯელობდნენ. მას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამილა ბარკალაია, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, ასევე არასამთავრობო ორგამიზაციების და გაეროს ბავშვთა ფონდისა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

დღის ამბები