28 ნოემბერი 2024,   14:43
ვრცლად
ნინოწმინდის პანსიონატში არსებული ვითარების შესახებ, ჯერჯერობით, სინოდის სხდომის ჩანიშვნა არ იგეგმება - ჭყონდიდის მიტროპოლიტი

ჭყონდიდის მიტროპოლიტის მეუფე სტეფანეს განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონატში არსებული ვითარების შესახებ, ჯერჯერობით, სინოდის სხდომის ჩანიშვნა არ იგეგმება, თუმცა, მას შემდეგ, რაც გამოძიება ჩატარდება, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, წმინდა სინოდმა საკითხი განიხილოს.

რაც შეეხება სახალხო დამცველის პანსიონში შეშვების საკითხს, მიტროპოლიტი განმარტავს, რომ ნინო ლომჯარიამ ეკლესიას უნდა მიმართოს. მეუფე სტეფანე დასძენს, რომ ეკლესიის დისკრედიტაციის ნიშნები ნინოწმინდის პანსიონის საკითხთან დაკავშირებით იკვეთება, თუმცა მას კონკრეტული ინფორმაცია, რა ხდება, არ აქვს და ვითარების გარკვევის მოლოდინშია.

"ჯერ უნდა გავარკვიოთ რა ხდება ფაქტობრივი მასალა, მერე შევხედოთ, თუ საჭიროა სინოდზეც იქნება. დანაშაულის ნიშნებს  ამბობენ, მაგრამ არის თუ არა, არ ვიცი. იმტიომ რომ არ არის ზუსტი ინფორმაცია.

ვიცი ერთი რამე, რომ გეგმა-ზომიერად მიდის ეკლესიის დისკრედიტაცია და ეს ერთ-ერთი ნაწილია ამ დისკრედიტაციის. ეს პირდაპირ ჩანს მოქმედებებში.

მიმართონ ეკლესიას სახალხო დამცველმა და ვინც არის საჭირო და მერე იმის მიხედვით იმოქმედებენ. არ უთქვია ეკლესიას, რომ არ შეუშვებს,“ - აცხადებს მეუფე სტეფანე.  

მეუფე ასევე ამბობს, რომ მეუფე სპირიდონი მართალი ადამიანია და მან პანსიონში ქუჩიდან მისული არაერთი ბავშვი გამოზარდა.  

დღის ამბები