28 ნოემბერი 2024,   14:50
ვრცლად
ძაღლის ინტელექტი 2 წლის ბავშვისას უტოლდება - კვლევების შედეგები

თუ თქვენს ძაღლს თასში ნორმაზე ნაკლებ საკვებს ჩაუყრით, დიდი ალბათობით შეამჩნევთ, რომ ის დასევდიანდება.

ძაღლების ინტელექტსა და ქცევებს მეცნიერები წლების მანძილზე იკვლევდნენ. პატრონთა აზრით, მათ შინაურ ცხოველებს შესანიშნავად შეუძლიათ იმის დადგენა, დაახლოებით რამდენი ძაღლია პარკში ან რამდენი ადამიანია მასთან ახლოს მდებარე ადამიანთა ჯგუფში.

ემორის უნივერსიტეტში, ატლანტაში კი დამტკიცდა, რომ ძაღლებს შეუძლიათ გარკვეული საგნების რაოდენობის განსაზღვრა. ტვინის ის ნაწილი, რომელიც ამ აქტივობაზე აგებს პასუხს, ძაღლებს თითქმის ისევე აქვთ განვითარებული, როგორც ადამიანებს.

კვლევების ერთ-ერთმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ძაღლის მოშორებით თანაბარ მანძილზე განლაგებულ  საკვების ორ ჯამში, ცხოველი იმას აირჩევს, სადაც მეტი საკვებია.

კონკრეტული ჯიშები, მაგალითად ლაბრადორი და სპანიელი, ძაღლის ის სახეობები არიან, რომელთაც ყველაზე განვითარებული აქვთ რაოდენობრივი განსაზღვრის უნარი.

ასევე აქტუალურია თემა, რომელი შინაური ცხოველი უფრო ჭკვიანია, ძაღლი თუ კატა, მაგრამ ამ კითხვაზე მეცნიერებს ჯერ პასუხი არ აქვთ.

საბოლოოდ, გამოკვლევებით კი დადგინდა, რომ ძაღლის საშუალო ინტელექტი 2 წლის განვითარებული ბავშვის ინტელექტს უტოლდება.

 

ავტორი: ბაჩი ტყემალაძე

დღის ამბები