28 ნოემბერი 2024,   14:45
ვრცლად
თუ ოპოზიციურ პარტიებს ბიუჯეტი გადაუკეტავს დაფინანსების წყაროს, ისინი შეიძლება დარჩნენ უბრალოდ დაფინანსების გარეშე - არმაზ ახვლედიანი

ოპოზიციონერი დეპუტატის არმაზ ახვლედიანის განცხადებით, თუ ოპოზიციურ პარტიებს  ბიუჯეტი დაფინანსების წყაროს გადაუკეტავს, ამ შემთხვევაში ისინი უბრალოდ დაფინანსების გარეშე დარჩებიან.

პარლამენტის ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოს" წევრმა ეს განცხადება პოლიტიკური პარტიების დაფინანსების თემაზე საუბრისას "ღამის კურიერში" გააკეთა. როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, ჩვეულებრივ, პარტიების დაფინანსების წყარო არის ბიზნესი, რომელიც მისთვის საინტერესო პოლიტიკური მიმდინარეობას აფინანსებს, თუმცა ამის საშუალება ბიუზნესს ბევრი წელია საქართველოში არ ეძლევა.  

"ნორმალურ ვითარებაში, ჩემი აზრით, არც ერთ პარტიას არ უნდა სჭირდებოდეს ბიუჯეტიდან დაფინანსება. მაგრამ  ჩვენთან, ისევე როგორც არა ერთ სხვა ქვეყანაში, პოსტ საბჭოთა ქვეყანაში მაინც, ეს საკითხი აქტუალურია და რადგანაც აქტუალურია და ვხდებით, რომ მიზეზი არა ერთია, რატომაც საჭიროებს პარტია დაფინანსებას ბიუჯეტიდან, იმასაც კარგად ვაცნობიერებთ, რომ დღეს თუ ბიუჯეტი გადაუკეტავს წყაროს დაფინანსებისას, მაშინ შეიძლება განსაკუთრებით ოპოზიციურ პარტიებზეა საუბარი, ისინი დარჩნენ უბრალოდ დაფინანსების გარეშე.

განვმარტავ, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შეიძლება ამის იყოს ის, რომ ჩვეულებრივ, ნებაყოფლობით, საკუთარი ნებით, ბიზნესს, რომელსაც სხვა შემთხვევაში აქვს შესაძლებლობა, რომ დააფინანსოს მისთვის სასურველი, მისთვის საინტერესო პოლიტიკური მიმდინარეობა, ამის შესაძლებლობა ჩვენთან არ ეძლევა და არ ეძლევა არა მხოლოდ ახლა, არამედ რახანია. არ ეძლევა ხელისუფლების გამო, არ ეძლევა იმ პოლიტიკური გარემოს გამო, რომელიც შექმნილია საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში, მაგრამ მანამდეც, წინა ხელისუფლების დროს მე ეს კარგად მახსოვს,“ - აცხადებს არმაზ ახვლედიანი.

 

 

დღის ამბები