28 ნოემბერი 2024,   15:00
ვრცლად
"იო სონო" - ანუ "მე ვარ" - უხილავი სკულპტურა არტ-რაიტის აუქციონზე 18 000 დოლარად გაიყიდა

"იო სონო" - ანუ "მე ვარ" - ასე ჰქვია უხილავ სკულპტურას, რომელიც 67 წლის იტალიელმა ხელოვანმა არტ-რაიტის აუქციონზე 18 000  დოლარად გაყიდა. ეს პირველი პრეცედენტია, როდესაც აუქციონზე უხილავი ქანდაკება, კვადრატული ფორმის სივრცე იყიდება.

იტალიელი ხელოვანი სალვატორე გარაუ "კურიერს" ექსკლუზიურ ინტერვიუში უყვება, რომ ნამუშევრის ზუსტად აღქმა ფანტაზიის გააქტიურებას მოითხოვს, მაშინაც კი, თუ ფიქრობთ, რომ წარმოსახვის უნარი არ გაქვთ.

67 წლის სალვატორე გარაუ კონცეპტუალური ხელოვნების თანამედროვე წარმომადგენელია. არტისტის თქმით, ტრადიციული ხელოვნებისგან განსხვავებით აქ პირველ რიგში არა იდეის გამოსახვა, არამედ თავად იდეა დგას.

არ არის გამორიცხული, რომ არტისტმა ექსტრაორდინალური ნამუშევარი თბილისის ქუჩებშიც შემოგვთავაზოს, რადგან "კურიერს" დაუდასტურა, რომ მისთვის მიმზიდველ ქვეყნებს შორის საქართველოცაა, რომელსაც მალე ესტუმრება.

 

 

დღის ამბები