28 ნოემბერი 2024,   15:03
ვრცლად
ლიეტუვის პრეზიდენტის ორდღიანი ვიზიტი საქართველოში - რა გზავნილებით ჩამოვიდა გიტანას ნაუსედა თბილისში 

ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას ორდღიანი ვიზიტი საქართველოში დასრულებულია. პოზიცია უცვლელია - საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ლობისტი და ძველი მეგობარი ლიეტუვა ყველა საერთაშორისო ტრიბუნაზე თბილისს მხარდაჭერას ჰპირდება.

ყველაზე სწრაფად კი ეს ტრიბუნა ნატოს სამიტია, სადაც ლიეტუვა კიდევ ერთხელ მოითხოვს საქართველოსა და უკრაინისთვის უფრო ხელშესახებ შედეგებს. 

ამ პროცესში გიტანას ნაუსედა აღმოსავლეთ პარტნიორობის გაძლიერებასაც ითხოვს.

პარტნიორი სახელმწიფოს ლიდერი თბილისში მეუღლესთან ერთად პირველად ჩამოვიდა და პირველი, რაც გააკეთა, საოკუპაციო ხაზთან მისვლა და დევნილებთან შეხვედრა იყო. გიტანას ნაუსედა პირობას დებს, რომ ოკუპაციის საკითხს ყველა პლატფორმაზე წინ წასწევს.

ბოლო ოფიციალური შეხვედრა კი სტუმრებმა სიონში, პატრიარქის თანამოსაყდრესთან და სხვა სასულიერო პირებთან გამართეს. დღესვე გახდა ცნობილი, რომ საქართველოსთვის ვილნიუსს უკვე გადანახული აქვს ვაქცინის 15 000 დოზა. 

დღის ამბები