28 ნოემბერი 2024,   14:51
ვრცლად
ბრალდებები "საქპატენტში" - ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ხელისუფლებას პოლიტიკური ნიშნით დევნაში ადანაშაულებს 

საქპატენტის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი ხელისუფლებას პოლიტიკური ნიშნით დევნაში ადანაშაულებს.

მინდია დავითაძე თავის დროზე შინაგან საქმეთა სამინისტროდან ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში გიორგი გახარიამ გადაიყვანა, სწორედ ამიტომ დავითაძე თვლის, რომ ის დღეს გახარიას გამო ისჯება.

ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას სავარაუდოდ საფუძვლად შრომის ინსპექციის დასკვნა უდევს. ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ახლა უკვე ყოფილ ხელმძღვანელისთვის პრემიერ-მინისტრის ბრძანება მოულოდნელი იყო, თუმცა არ გაჰკვირვებია. მინდია დავითაძე გადაწყვეტილებაში პოლიტიკურ მოტივს ხედავს. მიზეზად კი ექსპრემიერთან კავშირს ასახელებს. ის საქპატენტის ხელმძღვანელად გასული წლის თებერვალში ოთხი წლის ვადით სწორედ გიორგი გახარიამ დანიშნა.

დღეს ბრალდებების მოსმენა უკვე გათავისუფლებულ მინდია დავითაძესაც მოუწია. მას თანამშრომელთა ნაწილი ღიად და საჯაროდ, ნაწილი კი პირად საუბრებში შრომითი უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს. ისმის ბრალდებები გიორგი გახარიასა და მისი გუნდის წევრების მისამართითაც.

ერთ-ერთი, ვინც მინდია დავითაძეს შრომითი უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს, ირაკლი კასრაძეა. სხვა ბრალდებებთან ერთად ის საქპატენტის ყოფილ თავმჯდომარეს ნეპოტიზმში და არამიზნობრივი ტენდერების ჩატარებაში ადანაშაულებს.

მინდია დავითაძის გათავისუფლების შემდეგ პოსტი დატოვა მისმა მოადგილემაც. გადაწყვეტილება თანამდებობიდან წასვლის შესახებ დავით ნაღებაშვილმა თავად, დამოუკიდებელად მიიღო. 

 

დღის ამბები