28 ნოემბერი 2024,   15:00
ვრცლად
3 წლის შვილის მკვლელობაში 23 წლის დედაა ეჭვმიტანილი - ტრაგედია რუსეთში მოხდა

დედა ბრალდებულია სამი წლის ქალიშვილის მეექვსე სართულის აივნიდან გადაგდებასა და მკვლელობაში. გამოძიებით დგინდება, რომ მშობელმა ტირილისთვის  შვილის დასჯა გადაწყვიტა, რამაც საბოლოოდ ყველაფერი მკვლელობამდე მიიყვანა.

ტრაგედია რუსეთში მოხდა.

ანა რუზანკინა 23 წლის ეჭვმიტანილია, რომელსაც თავისი სამი წლის შვილი, ანასტასია, აივანზე მაისურით ეჭირა, რა დროსაც მაისური გაიხა და ბავშვი მეექვსე სართულიდან გადავარდა.
ამ ყველაფრის ამსახველი შემზარავი ჩანაწერიც არსებობს, რა დროსაც ბავშვი დედას უმეორებდა "დედა, მეშინია, მეშინია,", ეს გარდაცვლილის ბოლო სიტყვები იყო.


გამოძიებამ ისიც დაადგინა, რომ ინციდენტამდე ეჭვმიტანილი დედა ღამის კლუბში იყო და დანაშაულის ჩადენის დროს არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. შვილის მკვლელობის დამტკიცების შემთხვევაში მას თავისუფლების 21 წლამდე აღკვეთა ემუქრება.

 

ავტორი: ბაჩი ტყემალაძე

დღის ამბები