28 ნოემბერი 2024,   14:57
ვრცლად
"ზამბარის ეფექტია", ეკონომიკა უპრეცედენტოდ გაიზარდა - ირაკლი კოვზანაძე

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ "დღის კურიერის" ეთერში აღნიშნა, რომ მაკროეკონომიკურმა მონაცემებმა რეალობა სრულად შეცვალა და ეკონომიკა უპრეცედენტოდ გაიზარდა.

"აპრილის მაკროეკონომიკურმა მონაცემებმა რეალობა სრულად შეცვალა. აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში დგას საკითხი, იგივე ბიუჯეტის კორექტირებასთან დაკავშირებით. მაკროეკონომიკური მონაცემები გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ეკონომიკა უპრეცედენტოდ გაიზარდა. ამას მე ზამბარის ეფექტი ვუწოდე, წამოსულია გადავადებული მოთხოვნები,"- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ

ასევე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ შეკითხვაზე, რამდენად გაუძლებს საქართველოს ბიუჯეტი COVID-ისგან გამოწვეულ კრიზისს, განაცხადა, რომ ეკონომიკური ვარდნა და ფინანსური კრიზისი კოვიდის გამო არ იყო გამოწვეული და მთავარი გამოწვევა ჯანდაცვაში იყო. 

"კოვიდის გამო მთავარი გამოწვევა იყო ჯანდაცვაში და ამიტომ, მნიშვნელოვანია ჯანდაცვას მოვუაროთ იმისათვის, რომ შემდეგი ტალღა არ მივიღოთ," - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ

დღის ამბები