28 ნოემბერი 2024,   14:46
ვრცლად
წვიმა-ელჭექით, სეტყვა, ქარი და წყალმოვარდნები - როგორი ამინდი იქნება საქართველოს მასშტაბით

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალიდან 11 ივნისის დღის ბოლომდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

10 ივნისის ამინდის პროგნოზი ქვეყნის მასშტაბით:


ხვალ ბათუმსა და ფოთში 22 გრადუსი სითბო იქნება.

+22 გრადუსია მოსალოდნელი სოხუმშიც.

ზუგდიდში ჰაერი 25 გრადუსამდე გათბება.

ახალციხეში +23 გრადუსია ნავარაუდევი.

25 გრადუსი სითბო იქნება ქუთაისში.

ლენტეხში +22, ცაგერსა და ამბროლაურში კი +23 გრადუსია მოსალოდნელი.

22 გრადუსამდე გათბება ჰაერი ცხინვალში.

გორში +24 გრადუსია ნავარაუდევი.

25 გრადუსი სითბო იქნება თბილისში.

რუსთავში +27 გრადუსია მოსალოდნელი.

24 გრადუსამდე გათბება ჰაერი თელავში, სიღნაღში +23, ხოლო ყვარელში +26 გრადუსია ნავარაუდევი.

დღის ამბები