28 ნოემბერი 2024,   14:50
ვრცლად
რაც უნდა დამიძახონ, "მოღალატე", "თვალთხარიაც" მოვითმენ - გიორგი გახარია

მოძრაობა "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარიამ "ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის წერილს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ განცხადება შექმნილია იმისთვის, რომ პოლიტიკურ ველზე პირდაპირი ზეგავლენა ჰქონდეს.

"ეს განცხადება შექმნილია პირველ რიგში იმისთვის, რომ პოლიტიკურ ველზე ჰქონდეს პირდაპირი ზეგავლენა, მაგრამ აქ, იქიდან გამომდინარე, რომ სიმართლის ნაწილში მე ვადასტურებ, ჩვენ არ ვართ, ვერ ვიქნებით და არ ვიქნებით "ქართული ოცნება 2", ტყუილია ის, რომ ვინმე ავრცელებს ამაზე ხმას. სხვათა შორის, ძალზედ კორექტულად არის, ნესბით, თუ უნებლიედ, ეს რაღაც განმარტებები და ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის ფორმები, ყველანაირი დასაბუთების გარეშე. დასაბუთება არის მხოლოდ ის, რომ ორი დღით ადრე პარტიის დღევანდელი თავმჯდომარე გამოვიდა, რაღაც ბოდვები ილაპარაკა. ეს იყო ჩაფენილი იმისთვის, რომ შემდგომ, ასე ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტი უფრო "გაპრავებულად" დაერქვა ღალატი იმისთვის, რაც ჩემთვის არის ერთმნიშვნელოვნად სახელმწიფოს ინტერესების მსახურება და დარწმუნებული ვარ, იმედი მაქვს, რომ ამის დადასტურების და ახსნის შესაძლებლობა დღეს მექნება.

რა არის აქ მთავარი, ყველაფრის მიუხედავად, მესმის, რომ მომიწია ამ მძიმე ნაბიჯის გადადგმა და დღეს რეალურ პოლიტიკაში ვარ, რაც უნდა დამიძახონ, "მოღალატე", "თვალთხარიაც" დაუძახიათ ჩემთვის, ამასაც მოვითმენ. მესმის, რომ ეს ჩემი ტვირთია, რომელიც ჩემი მოქალაქეების წინაშე უნდა ვატარო და ამით ჩემს ლექსიკას არ შევიცვლი," - აღნიშნა გიორგი გახარიამ "ტვ პირველის" ეთერში.

დღის ამბები