28 ნოემბერი 2024,   14:47
ვრცლად
20 ივნისი ჩემი ტვირთია და მე ვატარებ - გიორგი გახარია

მოძრაობა "საქართველოსთვის" თავმჯდომარის გიორგი გახარიას თქმით, 20 ივნისის ოპერაციაზე მთელი პასუხისმგებლობა მას ეკისრება.

გახარიას თქმით, არანაირი შეზღუდვა არც შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციაზე, ან ეკონომიკის მინისტრის პოზიციაზე არ ჰქონია.

 "20 ივნისთან დაკავშირებით მე რამდენიმეჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს ჩემი ტვირთია და მე ამ ტვირთს ვატარებ. მე მაშინ ვიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი. მაშინ ბიძინა ივანიშვილი იყო პარტიის თავჯდომარე. არც ერთ შემთხვევაში მე არანაირი შეზღუდვა არც შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციაზე, ან ეკონომიკის მინისტრის პოზიციაზე არ მქონია.

არ ყოფილა შემთხვევა რომ პარტიის მაშინდელი თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ჩემს პირდაპირ მოვალეობაში ჩარეულიყო.

რომ ამოვწუროთ ეს თემა, მე დღეს ვარ ოპოზიციურ ფლანგზე. ჩემი კონკურენტების ერთი ნაწილი არის ხელისუფლებაში და დაიწყონ გამოძიება როგორიც უნდათ, მეორე ნაწილი არის პარლამენტში და შექმნან კომისია – ეს არ არის ჩემთვის პრობლემა. ეს იქნება ჩემი მოქმედების ღირებულება ყოველ ნაბიჯზე, რადგან არ მაქვს ამის შიში. ყოველთვის, როცა რაღაცას ვაკეთებ, ამაზე პასუხისმგებლობას ვიღებ," -  – განაცხადა გახარიამ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში.

დღის ამბები