28 ნოემბერი 2024,   14:56
ვრცლად
რა გაკეთდა დედაქალაქში გარემოს დაცვის მიმართულებით - თბილისის მერის ანგარიში განხორციელებულ პროექტებზე 

რა გაკეთდა თბილისში გარემოს დაცვის მიმართულებით ბოლო წლების განმავლობაში - დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მიერ გაწეულ სამუშაოებზე მოსახლეობას ანგარიშს აბარებს.

კახა კალაძემ დღეს ბოლო ოთხი წლის განმვლობაში განხორციელებულ და მომავალში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. 

თბილისის მერმა აღნიშნა, რომ პრობლემები ჯერ კიდევ არსებობს. განსაკუთრებით პრიორიტეტულ რეფორმად კი მერმა რეკრეაციული სივრცეების შექმნა, სკვერების რეაბილიტაცია და ჰაერის გაუმჯობესებაზე მუშაობა დაასახელა.

ეს მერის მიერ ჩატარებული რიგით მესამე პრეზენტაცია იყო, დედაქალაქის მუნიციპალურ უწყებას კიდევ 4 თემატური ანგარიშის წარდგენა აქვს დაგეგმილი.

დღის ამბები