28 ნოემბერი 2024,   14:57
ვრცლად
ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია. შავდათუაშვილი პირველი ქართველია, რომელმაც ოლიმპიური ჩემპიონის წოდება მოიპოვა, მან ევროპის ჩემპიონატი და ამჯერად მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, მესამე საშეჯიბრო დღეს, მედლის მოპოვება ქართველი ძიუდოისტებიდან მხოლოდ ლაშა შავდათუაშვილმა (-73 კგ) მოახერხა, რომელმაც 5 შეხვედრა მოიგო და ფინალში ისე გავიდა.

გადამწყვეტ მატჩში ქართველი ძიუდოისტი შვედ ტომი მაციასს დაუპირისპირდა. შეხვედრა ლაშამ აქტიურად დაიწყო და პირველი შიდო მაციასმა მიიღო. ძირითადი დრო ქულის გარეშე დასრულდა, შვედს ორი გაფრთხილება ჰქონდა და ფინალის ბედი ოქროს ქულამ გადაწყვიტა. 50-ე წამზე მაციასმა ტატამი დატოვა, რისთვისაც მე-3 გაფრთხილება მიიღო და შავდათუაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა!

ლაშა შავდათუაშვილი პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელსაც ოქროს მედლები ოლიმპიადაზე, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე აქვს მოგებული ოლიმპიურმა და ევროპის ჩემპიონმა 29 წლის ქართველმა ძიუდოისტმა გამოსვლა პირველი წრიდან დაიწყო და ერთმანეთის მიყოლებით დამაჯერებლად დაამარცხა პერუელი, ბრაზილიელი და ებრაელი სპორტსმენები.

ლაშას 1/4-ფინალში მისთვის კარგად ნაცნობი, უნგრელი მიკლოშ უნგვარი შეხვდა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში, დამატებულ მე-8 დამატებულ წუთზე გაფრთხილებებით დაამარცხა და ნახევარფინალში ასევე დამატებით დროში თურქ ბილალ ჩილოღლუსაც აჯობა.

დღის ამბები