28 ნოემბერი 2024,   15:06
ვრცლად
თვითმფრინავში, რომელიც თბილისიდან კიევში ჩაფრინდა, ბომბს ეძებენ

უკრაინაში ბორისპოლის აეროპორტში თვითმფრინავში, რომელმაც თბილისი-კიევის რეისი შეასრულა, სამართალდამცავები ბომბს ეძებენ.

უკრაინული მედიის ცნობით, უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებმა თვითმფრინავიდან ადამიანები 5-5 კაციან ჯგუფებად გამოიყვანეს და თითოეულ მათგანს ძაღლის მეშვეობით ამოწმებდნენ.

თბილისი-კიევის რეისის მგზავრთა პირველი ნაწილი, რომელთა მიმართაც უსაფრთხოების ზომები უკვე გატარებულია,  ბორისპოლის აეროპორტის შენობაში გადაიყვანეს.

არაოფიციალური ინფორმაციით, ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს.

დღის ამბები