28 ნოემბერი 2024,   14:58
ვრცლად
UNICEF მზად არის დაეხმაროს მთავრობას ბავშვები დიდი ზომის ინსტიტუციებიდან ოჯახურ და თემზე დაფუძნებულ მზრუნველობაში გადაიყვანოს

იუნისეფი მზად არის დაეხმაროს მთავრობას დიდი ზომის ინსტიტუციებიდან ბავშვები ოჯახურ და თემზე დაფუძნებულ მზრუნველობაში გადაიყვანოს. ამის შესახებ განცხადებას გაეროს ბავშვთა ფონდი ავრცელებს.

"ბავშვების ტრავმირების თავიდან ასაცილებლად პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. საჭიროა დიდი ზომის ბავშვთა სახლებში მყოფი ბავშვების შეფასება, რის საფუძველზეც უნდა მოხდეს ბავშვების ოჯახურ და სათემო ზრუნვაში გადაყვანა და ამ პროცესში პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ბავშვების საკუთარ ოჯახებში დაბრუნებას. აღნიშნულ პროცესში მხოლოდ ბავშვებთან მუშაობისა და კომუნიკაციის სათანადო ცოდნითა და უნარებით აღჭურვილი სპეციალისტები უნდა მონაწილეობდნენ,"- ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები