28 ნოემბერი 2024,   15:01
ვრცლად
შუქრუთში მოშიმშილე აქციის მონაწილეებმა "ჯორჯიან მანგანეზთან" შეთანხმებას მიაღწიეს - ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს

კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" ცნობით, 7 ივნისს, პროტესტის მონაწილეებსა და კომპანიას შორის კონსტრუქციული მოლაპარაკებები შედგა. 

მათი ინფორმაციით, დღის მანძილზე რამდენიმე დიალოგი გაიმართა პროტესტის მონაწილეებსა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის, რომლის შედეგების ასახვას მხარეები იურიდიული დოკუმენტით იმედოვნებენ.

6 ივნისს, „ჯორჯიან მანგანეზის„ დირექტორთა ბორდის წევრის თემურ ხონელიას მედიატორობით, პროტესტის მონაწილეები კომპანია "შუქრუთი+"-ის შეთავაზებას დათანხმდნენ, რის შემდეგაც მხარეებმა, მოლაპარაკებები რამდენჯერმე გამართეს.

კომპანიის ცნობით, კონსტრუქციული დიალოგის შედეგად მხარეები შეთანხმდნენ, რომ პროცესები მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაინაცვლებს. მიღწეულ შეთანხმებას საბოლოოდ იურიდიული ძალა ექნება.

ხელმოწერის პროცესსა და მის აღსრულებას , "ჯორჯიან მანგანეზი" გაუწევს მონიტორინგს.

ცნობისთვის, სოფელ შუქრუთის ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი პროტესტს განაგრძობს. მათი განცხადებით, კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი"“ მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად მათი საცხოვრებლები ზიანდება.

დღის ამბები