28 ნოემბერი 2024,   14:49
ვრცლად
როგორი ამინდი იქნება 7-10 ივნისს საქართველოში

აღმოსავლეთ საქართველოში დღეს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, თუმცა ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან სეტყვაც. ტემპერატურა +29 გრადუსამდე მოიმატებს. რაც შეეხება მომდევნო დღეებს, 8-10 ივნისს ხანმოკლე წვიმებია მოსალოდნელი,

meteo.gov.ge-ს თანახმად, დღეს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოში, ტემპერატურა +26 გრადუსი იქნება. უნალექო ამინდი შენარჩუნდება 10 ივნისამდე., 10 ივნისს კი ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა ელჭექითაა მოსალოდნელი.

რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში 7 ივნისი უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება. უნალექო ამინდი და +15 +28  ტემპერატურა შენარჩუნდება 10 ივნისამდე. 10 ივნისს თბილისში ხანმოკლე წვიმა ელჭექით ელოდებიან.

დღის ამბები