28 ნოემბერი 2024,   14:54
ვრცლად
"მოქალაქეების" ინიციატივა დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომას წარედგინება

პარტია "მოქალაქეების" ინიციატივა დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომას წარედგინება. საუბარია რეგლამენტში ცვლილებაზე, რომელიც სპეციალურად მეათე მოწვევის პარლამენტისთვის გატარდა.

ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი მიიჩნევენ, რომ პოლიტიკური ჯგუფის ფორმირების შესაძლებლობა 4-ის ნაცვლად არანაკლებ ორ დეპუტატს უნდა შეეძლოს. შესაბამისად, პოლიტიკური პარტიები უკეთ შეძლებენ მათი ამომრჩევლის ნების გამოხატვას საკანონმდებლო ორგანოში.

ფრაქცია "ქართული ოცნების" ინიციატივით რეგლამენტში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე პოლიტიკური ჯგუფი პარლამენტში მხოლოდ "ევროპელმა სოციალისტებმა" შექმნეს.

დღის ამბები