28 ნოემბერი 2024,   15:01
ვრცლად
84 წლის ასაკში რეზო გაბრიაძე გარდაიცვალა

84 წლის ასაკში რეზო გაბრიაძე გარდაიცვალა. მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მწერალი და მოქანდაკე  1936 წელს ქუთაისში დაიბადა. ის 35-ზე მეტი ფილმის ავტორია, რომელთა შორის არის "მიმინო", "არ იდარდო", "შერეკილები", "არაჩვეულებრივი გამოფენა", "სამნი გზაზე" და ა.შ.

რეზო გაბრიაძე იყო საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კომანდორი; შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი , სსრკ–ს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი; ლაურეატი პრემიებისა: "ნიკა", "ტრიუმფი", "ოქროს ნიღაბი" (1997, მოსკოვი), "ოქროს სოფიტი" (1997, მოსკოვი), და ცარსკოე სელოს პრემიისა (1997, პეტერბურგი).

 

დღის ამბები