11-წუთიანი ინტერვალით საქართველოში 2 მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ცნობით, პირველი მიწისძვრა, თბილისის დროით 20:04 საათზე, ქალაქ ნინოწმინდიდან აღმოსავლეთით 25 კმ_ში, სოფელ სამებასთან (20:04 საათის მიწისძვრის ეპიცენტრულ ზონაში) მოხდა 3.0 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.
მეორე მიწისძვრა იგივე ლოკაციაზე, 11 წუთის შემდეგ განმეორდა და თბილისის დროით 20:15 საათზე მოხდა.