28 ნოემბერი 2024,   14:46
ვრცლად
აბასთუმნის ტყეში 7 დაკარგული ახალგაზრდის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე უშედეგოდ გრძელდება - მშობლები ძებნის ოპერაციაში ვერტმფრენის ჩართვას ითხოვენ

სამძებრო ოპერაცია აბასთუმნის ტყეში გრძელდება. ეძებენ 7 მოქალაქეს, რომლებიც 3 დღის წინ ტყეში პიკნიკზე წავიდნენ და მას შემდეგ აღარ გამოჩენილან.

ბოლოს ახალგაზრდები მწყემსმა ტყეში 4 ივნისს, დაახლოებით 5 საათზე ნახა, ამის შემდეგ მათი კვალი იკარგება. ოპერაციაში ჩართულია 40-მდე მაშველი.

"კურიერი" ესაუბრა დაკარგულების მშობლებს, რომლებიც ადგილზე არიან ჩასულები.  მათი თქმით, ნანახია ადგილი, სადაც ახალგაზრდები სავარაუდოდ პიკნიკისთვის დაბანაკდნენ და ცეცხლს ანთებდნენ.

"შემოლაგებულია ქვები, შუაში კოცონი იყო ანთებული. ეტყობოდა, რომ ახალი ანთებული იყოო. ვისია არ იციან, მაგრამ ვარაუდობენ, რომ იქ სხვები არ ავიდოდნენო,"- ამბობს ერთ-ერთი დაკარგულის მამა.

"ამ წუთას შეგვატყობინეს, რომ საირმის მხარეზე განაგრძეს ძებნა. 2-ში გავიდნენ და 4-ში უნდა ჩამოსულიყვნენ. 3 ივნისის შემდეგ არავისთან კონტაქტი არ ჰქონიათ. ვერტმფრენია საჭირო, მაგრამ ამინდია ისეთი, ვერ ფრინდება. ვერტმფრენის გარეშე არ ვიცი, რა იქნება,"- ამბობს ერთ-ერთი დაკარგულის დედა. 

დღის ამბები