28 ნოემბერი 2024,   14:46
ვრცლად
Facebook-მა დონალდ ტრამპის ოფიციალური ანგარიში 2 წლით დაბლოკა

Facebook-მა ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბლოკირების თაობაზე საკუთარ გადაწყვეტილებას გადახედა და ჩამოყალიბდა, რომ აშშ-ის ყოფილ მთავარსარდალს ბანი 2 წლით უნდა ედოს. დონალდ ტრამპის შეფასებით, სოციალური ქსელის მსგავსი გადაწყვეტილება მისთვის დიდი შეურაცხყოფაა.

2 წლიანი ბლოკის ათვლა 2021 წლის 7 იანვრიდან დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ დონალდ ტრამპს პლატფორმაზე დაბრუნება 2023 წლიდან შეეძლება.

მას შემდეგ, რაც ყოფილი პრეზიდენტი სოციალურ ქსელს დაუბრუნდება, გარკვეული დროით მაინც ექნება სანქციები წაყენებული და მისი პოსტები თუ სხვა ანგარიშები გაკონტროლდება.

შეგახსენებთ, რომ Facebook-მა, Instagram-მა და YouTube-მა  დონალდ ტრამპის ანგარიშები დროებით დაბლოკეს მას შემდეგ, რაც კაპიტოლიუმის შენობაზე ყოფილი მმართველის მხარდამჭერებმა იერიში 6 იანვარს მიიტანეს. Twitter-მა კი სამუდამოდ დაბლოკა ტრამპის პერსონალური ანგარიში, ვინაიდან მის მიერ გამოქვეყნებული პოსტები მოსახლეობას ძალადობისკენ ახალისებდა.

 

ავტორი: ბაჩი ტყემალაძე

დღის ამბები