28 ნოემბერი 2024,   15:04
ვრცლად
ნინოწმინდის პანსიონიდან უკვე 15 ბავშვი გაიყვანეს - ბენეფიციარების ნაწილი სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ, ნაწილი კი ოჯახებმა წაიყვანა

ნინოწმინდის პანსიონიდან უკვე 15 ბავშვი გაიყვანეს. მათი ნაწილი სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ, ნაწილი კი ოჯახებმა წაიყვანა.

პარალელურად, გამოკითხვები გრძელდება პოლიციაში, სადაც ამ წუთებში 2 ბენეფიციარი იმყოფება. ადგილზე რჩება სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების ჯგუფი.

"კურიერისთვის" ცნობილია, რომ პანსიონის ტერიტორიაზე  მოლაპარაკებები მიმდინარეობს.  სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი კატეგორიულად წინააღმდეგია, რომ ბავშვებმა ნინოწმინდის პანსიონი დატოვონ. თუმცა, ჯანდაცვის სამინისტროს აქვს სპეციალური სია და უკვე ცნობილია, რომელი ბავშვები დატოვებენ ტერიტორიას და მათ  სხვადასხვა დაწესებულებაში გადაიყვანენ.

სია უკვე გადაეგზავნა ყველა შესაბამის უწყებას. როდიდან დაიწყებს ჯანდაცვის სამინისტრო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა შესაბამისი უწყებების მხრიდან უკვე არსებობს.

"კურიერი"  იმ მშობლებს გაესაუბრა, რომლებიც ნინოწმინდის პანსიონიდან საკუთარი შვილების წასაყვანად მოვიდნენ. მათი თქმით, ძალადობის შესახებ არაფერი იციან. ძალადობის არსებობას უარყოფენ ის ბავშვებიც, რომლებთან გასაუბრებაც "კურიერმა" შეძლო და რომლებიც გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ.  

 

დღის ამბები