მსოფლიოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 477 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შემთხვევების დღიური მაჩვენებლით პირველ ადგილზე კვლავ ინდოეთია, მეორეზე ბრაზილია, მესამეზე კი ამერიკის შეერთებული შტატები. გართულებულია მდგომარეობა ვიეტნამში, სადაც მუტირებული შტამის აღმოჩენის შემდეგ, მასობრივი ტესტირება მიმდინარეობს. ზოგიერთ პროვინციაში კი ლოკდაუნი გამოცხადდა.
ინდოეთი ისევ მედიკამენტებისა და ჟანგბადის მარაგის კრიზისშია. ექიმები პაციენტების გადარჩენას მინიმალური რაოდენობის სამედიცინო რესურსით ცდილობენ.
ბოლო 24 საათში ინფექციის 38 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა ბრაზილიაში, სადაც მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, რუსული ვაქცინის, "სპუტნიკის" გამოყენება დაიწყეს.