28 ნოემბერი 2024,   15:01
ვრცლად
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს თბილისში მომავალ კვირას ელოდებიან - რა გზავნილები ექნება ფილიპ რიკერს

ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება და შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტი იქნება სავარაუდოდ ერთ-ერთი მთავარი თემა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ვიზიტის დროს. დიპლომატი თბილისში იმის გარკვევას შეეცდება, ვის რა პოზიცია აქვს დოკუმენტის ირგვლივ, რომლის შესრულებაც სახელმწიფო დეპარტამენტს მნიშვნელოვნად მიაჩნია.

ფილიპ რიკერს თბილისში მომავალ კვირას ელოდებიან. ვაშინგტონი კიდევ ერთხელ აფიქსირებს შეერთებული შტატების მხარდაჭერას ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების გზაზე.

გაიმართება შეხვედრები მთავრობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან.

ფილიპ რიკერი კავკასიურ ტურნეს თბილისის შემდეგ ბაქოსა და ერევანში გააგრძელებს, სადაც მთიანი ყარაბაღის ომის დასრულება და შემდგომი გართულებები იქნება განხილვის მთავარი თემა, აგრეთვე ის, თუ რა როლი შეიძლება ჰქონდეს ვაშინგტონს კავკასიის იმ ნაწილში, სადაც რუსეთმა ბოლო პერიოდში პოზიციები მტკიცედ გაიმყარა.

დღის ამბები