28 ნოემბერი 2024,   14:47
ვრცლად
იძულებითი ქორწინება არასრულწლოვნებში - როგორია ოფიციალური სტატისტიკა და რისი გადატანა უწევთ ძალით დაოჯახებულ ბავშვებს

იძულებითი ქორწინება არასრულწლოვნებში - წინა წლებთან შედარებით, დინამიკა მცირედით, მაგრამ მაინც შეცვლილია დადებითობის მხრივ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შესწავლილი საქმეების ბოლო სტატისტიკა ასეთია: 2018 წელს, 16 წლამდე პირის მიმართ იძულებითი სქესობრივი დანაშაულის ჩადენის 134 ფაქტი დაფიქსირდა, 2019-ში 105, 2020 წელს კი 65, იძულებითი ქორწინებაში შედის ასევე თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, ამ დანაშაულის სტატისტიკა ბოლო სამი წლის განმავლობაში ცვალებადია, 2018 წელს 33 საქმე აღირიცხა, 2019-ში 56, 2020-ში კი 47.

"იძულებითი ქორწინება მხოლოდ პრობლემის დასაწყისია," - ასე ფიქრობენ არასამთავრობო ორგანიზაციებში წარმომადგენლები.

ფსიქოლოგებისა და სოც-მუშაკების ჩართულობის გარდა, ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად საინფორმაციო კამპანია სახელდება, რომელიც სპეციალისტების თქმით, დანაშაულის პრევენციას უწყობს ხელს.

სპეციალისტებით განმარტებით, ბოლო პერიოდში მომატებულია იმ არასრულწლოვნების რაოდენობაც, რომლებმაც გაუსაძლის პირობებს თავი დააღწიეს და ახლა დამოუკიდებლად აგრძელებენ ცხოვრებას.

 

 

 

დღის ამბები