28 ნოემბერი 2024,   14:58
ვრცლად
პარტიების დაფინანსების სადაო კანონი - როგორ ხსნის უმრავლესობა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნის მიუხედავად პროექტის დღის წესრიგში დაბრუნებას

პარტიების დაფინანსების წესი ისევ დავის საგანია - "ქართული ოცნების" კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც პარტიას, თუ პარლამენტში შესვლაზე უარს იტყვის დაფინანსება უწყდება, მხოლოდ 2 ოპოზიციური პარტია არ აპროტესტებს.

ესენი არიან "მოქალაქეები" და "გირჩი". ისინი თვლიან, რომ პარტიები ბიუჯეტიდან ფულს საერთოდ არ უნდა იღებდნენ.

სხვა პოლიტიკური ძალებს კი მიაჩნიათ, რომ კანონპროექტი დიკსკრიმინაციულია. შენიშვნები ჰქონდა ვენეციის კომისიასაც. რომელზეც საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ მმართველმა გუნდმა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია გაითვალისწინა და კანონპროექტს, ოპოზიციის მხრიდან საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტის შემდეგ დაუბრუნდა.

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში და პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კენჭი მეორე მოსმენით უკვე უყარა.

დღის ამბები