ბურკინა-ფასოში მომხდარ თავდასხმას 100-მდე ადამიანი ემსხვერპლა. შეიარაღებული პირები ადგილობრივებს თავს სოფელ სოლჰანში დაესხნენ. ხელისუფლებამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია. ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.