28 ნოემბერი 2024,   14:53
ვრცლად
მიტროპოლიტი ნიკოლოზი არ გამორიცხავს, რომ პანსიონიდან ბავშვების გამოყვანის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრონ

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რომლის მიხედვითაც პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანა უნდა მოხდეს, ცოტა ხნის წინ გაიგეს. 

ახალქალაქის-კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი არ გამორიცხავს, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივრონ. 

სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება პანსიონის ყოფილი ქორეოგრაფი, რომელიც ბავშვებზე ძალადობის ფაქტებს აბსოლუტურად გამორიცხავს და ამბობს, რომ ბავშვები ახლა შექმნილი ვითარებით სტრესში არიან. 

"სამი წელია პანსიონში ვმუშაობ და მსგავსი შემთხვევა არასოდეს ყოფილა. პირიქით, აღმზრდელები ბავშვებს იმაზე მეტად უვლიან, ვიდრე დედა და მამა. ბავშვები ცოდოები არიან, სტრესში არიან ამდენი ზეწოლით,"- აცხადებს ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი ქორეოგრაფი თამაზ მელიქიძე. 

სასამართლომ ორგანიზაცია PHR-ის ​სარჩელის საფუძველზე პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება დღეს მიიღო. იურისტებისა და ბავშვთა უფლებადამცველთა განმარტებით, გადაწყვეტილება ეხება როგოც შშმ ასევე პანსიონის სხვა ყველა ბენეფიციარს, რომლის აღსრულებაც დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს. 

ორგანიზაციამ "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს 4 ივნისს მიმართა. 

დღის ამბები