28 ნოემბერი 2024,   14:56
ვრცლად
ოზურგეთში ფქვილის მწარმოებელი შპს "გურია ექსპრესის" თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ოზურგეთში ფქვილის მწარმოებელი შპს "გურია ექსპრესის" თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. გაფიცულებს სოლიდარობა სხვადასხვა პროფესიულმა გაერთიანებამ გამოუცხადა. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრს მიმართავენ და აღნიშნული საქმით დაინტერესებას სთხოვენ. ისინი მსვლელობას ოზურგეთის ადმინისტრაციული შენობისკენ გამართავენ.

შპს "გურია ექსპრესმა" კი მოლაპარაკებები შეწყვიტა. კომპანიამ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა გაფიცვის უკანონოდ ცნობა. თანამშრომლები უკვე 33 დღეა დაბალ ანაზღაურებას და არასათანადო შრომით პირობებს აპროტესტებენ.

დღის ამბები