28 ნოემბერი 2024,   14:45
ვრცლად
შესაბამისი სამსახურები მაქსიმალურს გააკეთებენ, რომ მსგავსი რამ არ განმეორდეს - თამარ გაბუნია ნინოწმინდის პანსიონზე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონის ბავშვებთან მიმდინარეობს მუშაობა, რომ მათი საჭიროებები შეფასდეს და შესაბამისი გადაწყვეტილება იყოს მიღებული.

"მსგავსი სირთულეები ძალიან საყურადღებოა და როგორც პრევენციულად, ასევე ამ კონკრეტულ შემთხვევაში რეაგირების კუთხით, ჯანდაცვის სამინისტროც და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოც მაქსიმალურს გააკეთებს იმისთვის, რომ მსგავსი რამ არ განმეორდეს და ბავშვების ინტერესები, რომლებიც ამჟამად იქ იმყოფებიან, ფსიქოლოგების და სხვა უწყების დახმარებით მოგვარდეს.

ჩვენი მიმართულება და სტრატეგიული ხედვა არის მიმართული იმისკენ, რომ ბავშვს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, განვითარდეს მისთვის მაქსიმალურად კომფორტულ და კეთილგანწყობილ გარემოში. ამდენად, ეს იქნება ჩვენთვისაც მთავარი ამოსავალი წერტილი და სამოქმედო გეგმა ამ სიტუაციაში," - განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

მესამე სექტორი კი ჩაკეტილი პანსიონიდან ყველა ბავშვის გაყვანას ითხოვს. ორგანიზაციამ "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის"  სასამართლოს სარჩელით უკვე მიმართა.

დღის ამბები