პარიზში 26 წლის რუსი ჩოგბურთელი იანა სიზიკოვა დააკავეს, რომელიც საფრანგეთის ღია ჩემპიონატზე განზრახ წაგებაშია ეჭვმიტანილი. ინფორმაციას ამის შესახებ Le Parisien-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, სიზიკოვა 3 ივნისს საღამოს დააკავეს. მის სასტუმრო ნომერში კი ჩხრეკა ჩატარდა.
სიზიკოვას წინააღმდეგ გამოძიება 2020 წლის ოქტომბერში დაიწყო, საქმე ეხებოდა ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობასა და აქტიურ ან პასიურ კორუფციას სპორტში. მაშინ ფრანგმა სამართალდამცავებმა სიზიკოვას ბრალი დასდეს, რომ ამერიკელ მედისონ ბრენგლთან ერთად წყვილში თამაშის დროს გამიზნულად წააგო რუმინულ დუეტთან.
როგორც Le Parisien აღნიშნავს, ბროკერულმა კომპანიებმა რუმინელი სპორტსმენების გამარჯვებაზე რამდენიმე ათეული ათასი ევრო დადეს.
იანა სიზიკოვა 101-ე ადგილს იკავებს WTA წყვილთა რეიტინგში.