28 ნოემბერი 2024,   14:58
ვრცლად
ცნობილი ხდება ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება - აშშ საქართველოს ვაქცინებს გაუზიარებს

აშშ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას საქართველოს გაუზიარებს - ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის საელჩო საქართველოში სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"პრეზიდენტმა ბაიდენმა გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატები COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას საქართველოს გაუზიარებს. ეს ჩვენ ორ ქვეყანას შორის არსებულ მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობაზე კიდევ ერთხელ მიანიშნებს.

საქართველოსთვის გამოყოფილი კონკრეტული ვაქცინა და რაოდენობა გამოცხადდება, როგორც კი ადმინისტრაცია ლოგისტიკურ, სარეგულაციო და მსგავს საკითხებს გადაწყვეტს.

მსოფლიოს მასშტაბით შეერთებული შტატები ივნისის ბოლომდე 80 მილიონ დოზას გაიღებს," - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები