28 ნოემბერი 2024,   14:52
ვრცლად
გიგა მაქარაშვილი ხელწერილით გამოუშვეს - "სირცხვილიას" ცნობით აქტივისტს დაკავებისას ხელი მოტყდა

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი, რომელიც რამდენიმე საათის წინ პროკურატურასთან საპროტესტო აქციისას დააკავეს, ხელწერილით გამოუშვეს.

მოძრაობა "სირცხვილიას" ცნობით, გიგა მაქარაშვილმა დაკავების დროს ხელი მოტყდა.

შეგახსენებთ, პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე, სადაც სამოქალაქო აქტივისტები ნინოწმინდის პანსიონატთან დაკავშირებით უწყებისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვდნენ, რამდენიმე პირი დააკავეს. ისინი პროკურატურაში შესვლას ითხოვდნენ.

დღის ამბები