28 ნოემბერი 2024,   14:45
ვრცლად
ახალგაზრდებში დამძიმების შემთხვევები გაიზარდა - კორონავირუსი ახალი შტამების გამო ბავშვებშიც შედარებით რთულად მიმდინარეობს

ახალგაზრდებში კორონავირუსის გავრცელებამ მოიმატა. ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებზე დაყრდნობით, 40 წლამდე პაციენტებს ახლა უკვე 3-5 დღის პერიოდში უმძიმდებათ ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხშირია მაღალი ხარისხის პნევმონია ტემპერატურასთან ერთად და სუნთქვის უკმარისობა. მედიკოსები კორონავირუსის გაახალგაზრდავების მიზეზად ახალ შტამებს ასახელებენ.

ბავშვების კუთხით მდგომარეობა ზუსტად ისეთივეა, როგორც ახალგაზრდებში და მოზრდილებში. ბოლო ერთი თვის განმავლობაში 12-დან 18 წლამდე ასაკის ჰოსპიტალიზებული ბავშვების მხოლოდ 10% -ს სჭირდებოდა კვლევა ფილტვის დაზიანების ხარისხზე, თუმცა ახლა ეს 80-%ს ესაჭიროება. დაავადების მიმდინარეობა შეიცვალა 5 წლამდე ასაკშიც.

ციციშვილის სახელობის კლინიკაში, კორონავირუსით ინფიცირებული 60 ბავშვია, რომლებიც მშობლებთან ერთად მკურნალობენ. მათ შორის არიან ახალშობილებიც და ქრონიკული დაავადების მქონე პატარები, რომლებიც რეანიმაციაში გადიან მკურნალობას.

რადგან ქვეყანაში მოიმატა ინფიცირებულ ბავშვთა რაოდენობამ , საქართვლო, სავარაუდოდ, მომდევო წლიდან 12 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარებას დაიწყებს.

ქვეყანაში ინფიცირებულთა შორის 10% ბავშვია. 2020 წლის თებერვლიდან დღემდე დაახლოებით, 35 000 პატარას დაუდასტურდა კორონავირუსი. არის გარდაცვალების ერთეული შემთხვევებიც.

დღის ამბები