28 ნოემბერი 2024,   15:04
ვრცლად
რა მექანიზმებია რუსეთის შესაკავებლად და რას უნდა ელოდოს საქართველო აშშ-სგან NATO-ს სამიტზე - ამერიკელი სენატორის პასუხი "რუსთავი2"-ის კითხვაზე

საქართველოს აშშ-ის კონგრესის ორპარტიული დელეგაცია სტუმრობს. დღეს გამართული შეხვედრებისა და საოკუპაციო ზოლის მონახულების შემდეგ სენატორებმა ჯინ შაჰინმა და რობ პორტმანმა მედიისთვის პრესკონფერენცია გამართეს.  

პრესკონფერენციაზე რუსთავი2-ის კითხვა შეეხებოდა იმას, თუ რა ახალი მექანიზმების შემუშავება ხდება რეგიონში რუსეთის შესაკავებლად და რას უნდა ელოდოს საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის სამიტზე, რომელიც ახლო მომავალში უნდა გაიმართოს.

"პირველ რიგში, აღვნიშნავდი, რომ ჩვენ ვართ სენატის დელეგაცია, რომელიც საქართველოში იმისთვის არის ჩამოსული, რომ მხარი დაუჭიროს ქვეყანას, რომელიც დემოკრატიის გზაზე დგას და ცდილობს, რომ დასავლეთისკენ იაროს.

უკანასკნელ პერიოდში აშშ-ს მხრიდან საქართველოს დახმარება ეხებოდა კოვიდთან ბრძოლას, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროს, ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებას, მიმდინარეობს მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებით. სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებს გვაქვს სხვადასხვა მექანიზმი, რომლის გამოყენებაც შეგვიძლია, ერთ-ერთი გახლავთ მოსმენები კომიტეტში, რომელიც გვაძლევს საშუალებას მეტი სინათლე შევიტანოთ სხვადასხვა საკითხში. ასეთი მოსმენა იყო საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით, ჩვენ დავაფიქსირეთ რომ ეს საკითხი მნიშვნელოვანია და ჩვენს წუხილსაც იწვევს.

რაც შეეხება რუსეთის წინააღმდეგ მექანიზმებს, რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებულია სანქციები. ხოლო რაც შეეხება NATO-სNATO-ს აქვს 2030 წლის ხედვა, რომლის ფარგლებშიც ალიანსი მიზნად ისახავს გააუმჯობესოს რეგიონის ქვეყნებს უსაფრთხოება და თავდაცვა," - განაცხადა ჯინ შაჰინმა.

დღის ამბები