28 ნოემბერი 2024,   14:54
ვრცლად
მსგავსი მოძალადეები ეკლესიიდან უნდა იქნან გაგდებული - ანდრია სარია ნინოწმინდის პანსიონატზე

პროკურატურასთან ნინოწმინდის პანსიონატში მიმდინარე პროცესების გამო საპროტესტო აქცია იმართება, როგორც ცნობილია, ნინოწმინდის პანსიონატთან დაკავშირებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რამდენიმე მძიმე მუხლითაა გამოძიება დაწყებული, მათ შორისაა ძალადობის და გაუპატიურების მუხლებიც.

აქტივისტები უწყებისგან ითხოვენ პასუხს, თუ რა ქმედით ღონისძიებებს ახორციელებენ სამართალდამცავი უწყებები არასრულწლოვნების დასაცავად. აქციაზე იმყოფებიან სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები, პროკურატურასთან მისულია მღვდელმონაზონი ანდრია სარიაც.

სასულიერო პირის თქმით, ნინოწმინდის პანსიონატში არსებული მძიმე ვითარება სასულიერო წრეებში ცნობილია. როგორც ანდრია სარია აცხადებს ეს ვითარებაც და მიტროპოლიტი სპირიდონის ქმედებებიც, რომლის დაქვემდებარებაშიც ეს პანსიონატია, წახალისებულია ცენტრიდან - საპატრიარქოდან.

"ეს წახალისებულია საპატრიარქოდან. ეკლესიაში არ გვაქვს დამალული და დაფარული რამე, მაგრამ საპატრიარქო შეგნებულ ბოროტებაზე მიდის, რომ ადამიანებს შთაბეჭდილება შეუქმნას, რომ ეკლესია არის დახშული და სპირიდონია ბოქლომის და კლიტის მფლობელი. ეს ასე არაა, ეს სტერეოტიპი უნდა დაიმსხვრეს და მსგავსი მოძალადეები ეკლესიიდან უნდა იქნან გაგდებული," - განაცხადა ანდრია სარიამ. მისი თქმით, აუცილებელია სახელმწიფოს გააქტიურება ამ თემასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული იქნას რა ხდება ნინოწმინდის პანსიონატში და სიტუაციის შესაფასებლად შეშვებული იქნას სახალხო დამცველი.

 

დღის ამბები