ისრაელის ოპოზიცია ახალი მთავრობის ფორმირებაზე შეთანხმდა.
შეთანხმების მიხედვით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი მემარჯვენე პარტია "იამინას" ლიდერი ნაფტალი ბენეტი გახდება, შემდეგ კი, 2 წელიწადში, პოსტს იაირ ლაპიდს დაუთმობს. კოალიციური მთავრობის შემადგენლობა ქნესეთმა უნდა დაამტკიცოს.
მხარდაჭერის მოპოვების შემთხვევაში ისრაელში ბენიამინ ნეთანიაჰუს 12 წლიანი მმართველობის პერიოდი დასრულდება.