28 ნოემბერი 2024,   14:46
ვრცლად
მიტროპოლიტი ნიკოლოზი "რუსთავის 2-სთვის" ნინოწმინდის პანსიონის ჩაკეტილ "კარს აღებს", თუმცა ტელევიზიას კამერების გარეშე ეპატიჟება 

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ჩაკეტილ "კარს აღებს", თუმცა, "რუსთავი 2-ს" კამერების გარეშე ეპატიჟება.

"ერთხელ ჩამოდით კამერების გარეშე და გაერკვიეთ სიტუაციაში,"- განუცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა "ღამის კურიერის" წამყვანს. 

შეგახსნებთ, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში, ამ დროისთვის 53 ბავშვია. აღნიშნული ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება ბოლო დროს სკანდალურ სივრცედ იქცა, პანსიონი ჩაკეტილია სახალხო დამცველისთვის, პროკურატურა კი, სისხლის სამართლის 4 მძიმე საქმეს იძიებს

დღის ამბები